2025 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე "Front end დეველოპმენტი" დოკუმენტაციის მიღების პროცესი დაიწყო
აპლიკანტებმა, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და მოიპოვეს ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება სწავლის დაწყებამდე სკოლაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
 - საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ცნობა საბაზო საფეხურის დაძლევის შესახებ; აპლიკანტი თავისუფლდება აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ საბაზო განათლების საფეხურის დაძლევა დასტურდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;
 - არასრულწლოვანი აპლიკანტის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს: საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი,აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი;
 - წვევამდელი მიღწეული აპლიკანტი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) ვალდებულია წარმოადგინოს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 - საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).
 
არაინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
 - საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ცნობასაშუალო საფეხურის დაძლევის შესახებ. აპლიკანტი თავისუფლდება აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ საშუალო განათლების საფეხურის დაძლევა დასტურდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;
 - წვევამდელი მიღწეული აპლიკანტი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) ვალდებულია წარმოადგინოს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
 აპლიკანტმა, რომელმაც უცხოეთში/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღო განათლება, უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
 პირი, რომელიც  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით წარმოადგენს ცნობას განათლების შესაბამისი დონის დაძლევის შესახებ, ვალდებულია არაუგვიანეს სწავლის დაწყებიდან 3 თვისა, სკოლას წარუდგინოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
საბუთების მიღება წარმოებს 2025 წლის 05 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე ქ. ბათუმი ვ. შამილაძის №30.
